ცნობილია - რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანის დამარცხებით » სპორტის ხაზი

ცნობილია - რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანის დამარცხებით

ცნობილია - რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანის დამარცხებით
12-03-2023, 16:49
Aa Aa
გაზიარება:

მერაბ დვალიშვილმა მთელი საქართველოს გახარება საკუთარ კარიერაში უმნიშვნელოვანესი ბრძოლის მოგებით შეძლო, ქართველი მებრძოლი UFC Vegas 71-ზე რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ქართველმა "მანქანამ" ამ გამარჯვებით დაამტიკცა, რომ იმსახურებს სატიტულო ბრძოლაში მონაწილეობის მიღებას.

მიუხედავად მერაბის გამარჯვებისა, უნდა აღინიშნოს, რომ იანმა ქართველ მებრძოლზე მეტი თანხა გამოიმუშავა. რუსმა ბრძოლისთვის გარანტირებული თანხა, 400 000 დოლარი ორგანიზაციისგან აიღო და დამატებით 20 000 დოლარი სპონსორებისგან ერგო.

რაც შეეხება დვალიშვილს, მან გარანტირებული თანხის სახით 250 000 დოლარი მიიღო, გამარჯვებისთვის დამატებით 100 000 ერგო, ხოლო სპონსორებისგან 10 000 დოლარი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი