დვალიშვილი: “დიდება საქართველოს, ძალიან ამაყი ვარ” » სპორტის ხაზი

დვალიშვილი: “დიდება საქართველოს, ძალიან ამაყი ვარ”

დვალიშვილი: “დიდება საქართველოს, ძალიან ამაყი ვარ”
12-03-2023, 09:36
Aa Aa
გაზიარება:

UFC Fight Night-ზე, რომელიც ლას ვეგასში იმართებოდა, ყურადღების ეპიცენტრში მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის დაპირისპირრბა იყო. ქართველმა მებრძოლმა ხუთრაუნდიან ჯახში არაფერი დაუთმო რუსს და ყველაფერი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

ასეთი იყო მერაბის პირველი კომენტარი ბრძოლის შემდგომ:

„ახლა ძალიან ამაყი ვარ. დიდი მადლობა ქართველს გულშემატკივრებს, რომლებიც აქ იყვნენ და რომლებმაც სახლიდან მიყურეს. ჩვენ მხოლოდ 5 მილიონი ვართ, მაგრამ ძლიერები ვართ. ბედნიერი ვარ, რომ ერთ-ერთი მათგანი ვარ და ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ. ეს ბრძოლა ჩემთვის პირადული იყო და გამარჯვებას მთელი ძალით ვცდილობდი. ყველაფერს პროფესიონალურად მივუდექი.

მე პიოტრს მგელი დავანახე მან კი ნული მიწოდა. ვინ არის ახლა ნული? ვინ არის ახლა ნული? ვისაც უნდა მეჩხუბოს! მე მშიერი ვარ! აქ გიგა ჭიკაძე იმყოფება, რომელიც მამხნევებდა. სლავა უკრაინი, დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას“. დიდება მშვიდობას! მშვიდობა ყველას გვჭირდება. გთხოვთ შეწყვიტეთ ომი! საქართველო მიყვარხართ, მადლობა ყველას.“


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი