"ახლა ვინ არის ნულიიიი?!!" - რა უთხრა მერაბმა იანს ბრძოლის დამთავრებისთანავე » სპორტის ხაზი

"ახლა ვინ არის ნულიიიი?!!" - რა უთხრა მერაბმა იანს ბრძოლის დამთავრებისთანავე

"ახლა ვინ არის ნულიიიი?!!" - რა უთხრა მერაბმა იანს ბრძოლის დამთავრებისთანავე
12-03-2023, 09:34
Aa Aa
გაზიარება:

მერაბ დვალიშვილმა მთელი საქართველოს გახარება საკუთარ კარიერაში უმნიშვნელოვანესი ბრძოლის მოგებით შეძლო.

ქართველმა რუსი პიოტრ იანი უპრობლემოდ დაამრაცხდა და დაამტიკცა, რომ იმსახურებს სატიტულო ბრძოლაში მონაწილეობის მიღებას.

ჩხუბის დასრულების შემდეგ მერაბი პირველ კომენტარებში სპორტული ნაწილზე საუბრის გარდა, უკრაინაში მიმდინარე ომს შეეხო და ამასთანავე, ქართველებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"უდიდესი მადლობელი ვარ იმ ქართველების, რომლებიც მთელი გულით მქომაგობდნენ ამდენი ხნის მანძილზე. ქართველები მხოლოდ 5 მილიონი ვართ, მაგრამ ძალიან ძლიერები. ბედნიერი ვარ, რომ UFC-ში ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ."

"პიოტრმა ჩემზე თქვა, ნულიაო. ვინ არის ახლა ნული?! ვინ არის ნულიიი? ჩემი ბრძოლის სტილი ყველას ანგრევს. მხოლოდ ნამდვილ ჩემპიონ, ალჯამაინ სტერლინგთან მაქვს ხოლმე რთული რაუნდები. ამ ბრძოლას გიგა ჭიკაძის რჩევებც გავითვალისწინე. მოკლედ ვისაც ჩხუბი უნდა, ვიჩხუბებ, მე ისევ მოწყურებული ვარ. რა თქმა უნდა, მე ჩემპიონობა მსურს და კიდევ ერთხელ დავამტკიცე, რომ ამას ვიმსახურებ."

"მინდა ვთქვა, მე ომის წინააღმდეგი ვარ! დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს! დიდება თავისუფლებას! ჩვენ სწორედ ეს გვჭირდება. შეაჩერეთ ომი, ის უნდა დასრულდეს! და საქართველო, მიყვარხართ, ყველას ძალიან დიდი მადლობა!" - ასე დაასრულა მერაბმა ბრძოლის შემდგომი კომენტარი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი