VIDEO: უპრინციპულესი ბრძოლა მოგებულია - დვალიშვილმა რუსი იანი გაანადგურა » სპორტის ხაზი

VIDEO: უპრინციპულესი ბრძოლა მოგებულია - დვალიშვილმა რუსი იანი გაანადგურა

VIDEO: უპრინციპულესი ბრძოლა მოგებულია - დვალიშვილმა რუსი იანი გაანადგურა
12-03-2023, 09:21
Aa Aa
გაზიარება:

მერაბ დვალიშვილმა რუსი პიოტრ იანი UFC-ის საღამოს მთავარ ბრძოლაში გაანადგურა და ორგანიზაციის რეკორდი თეიქდაუნების მცდელობებში დაამყარა.

მას თეიქდაუინის 49 მცდელობა ჰქონდა, რეკორდი კი აქამდე 33 გახლდათ. წარმატებული 49-დან 11 გამოუვიდა. უშუალოდ ბრძლას რაც შეეხება - მერაბმა რუსს ხუთივე რაუნდში დიდი უპირატესობით აჯობა. თითქოს რაუნდიდან რაუნდამდე მერაბის ბრძლა უკეთესდებოდა, მეხუთე რაუნდი კი მისთვის საუკეთესო იყო კარიერის მანძილზე.

პიოტრ იანზე ამხელა ზეწოლა, მასთან ჩხუბისას ამ დონის უპირატესობა არავის ჰქონია. სუპერმსუბუქი წონის ყოფილი რუსი ჩემპიონი კარიერის მანძილზე არავის ისე არ დაუჩაგრავს, როგორც ეს დვალიშვილმა გააკეთა. მათ შორის, ვერც ალჯამეინ სტერლინგმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი