"ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში მარტომ მოგვიგო" - ატალანტას მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში მარტომ მოგვიგო" - ატალანტას მწვრთნელი

"ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში მარტომ მოგვიგო" - ატალანტას მწვრთნელი
12-03-2023, 00:19
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ნაპოლისა და ატალანტას დაპირისპირება, რომელიც მასპინძელმა მძიმედ, თუმცა მაინც მოიგო, - 2:0.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევარში კი ანგარიში ქართველმა ფეხბურთელმა სრული შედევრით გახსნა, რასაც რამდენიმე წუთში რაჰმანის ზუსტი თავური და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება მოჰყვა.

აი, რა თქვა დღევანდელი მატჩის სტუმარი გუნდის დამრიგებელმა, ჯან პიერო გასპერინიმ კვარასა და ნაპოლის შესახებ:

"ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ცუდად არ გვითამაშია. დაცვაში ნორმალურად გამოვიყურებოდით, სივრცეებს ვზღუდავდით, თვალი უკვე დადებითი შედეგისკენ გვქონდა, მაგრამ მოულოდნელად გოლი გავუშვით."

"შეგვეძლო, რომ მეტად ლეტალურები ვყოფილიყავით, თუმცა დღეს ჩვენი დღე არ იყო, ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი მარტომ მოგვიგო."
- ჯან პიერო გასპერინი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი