"კვარას თუ ზურგს შეაქცევ, მკვდარი ხარ" - ლუჩანო სპალეტი » სპორტის ხაზი

"კვარას თუ ზურგს შეაქცევ, მკვდარი ხარ" - ლუჩანო სპალეტი

"კვარას თუ ზურგს შეაქცევ, მკვდარი ხარ" - ლუჩანო სპალეტი
11-03-2023, 23:58
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ნაპოლისა და ატალანტას დაპირისპირება, რომელიც მასპინძელმა მძიმედ, თუმცა მაინც მოიგო, - 2:0.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევარში კი ანგარიში ქართველმა ფეხბურთელმა სრული შედევრით გახსნა, რასაც რამდენიმე წუთში რაჰმანის ზუსტი თავური და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება მოჰყვა.

აი, რა თქვა ნეაპოლელთა 64 წლის დამრიგებელმა მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას და ზოგადად გუნდის შესახებ:

"პირველი გოლი ზამბო ანგისამ დაიწყო, რასაც ხელი შეუწყო ვიქტორ ოსიმენმა, რომელმაც სივრცე კარგად გაასუფთავა. ცხადია, კვარა ერთი ერთზე ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და მომენტების დასრულებაც მაღალ დონეზე შეუძლია, მას ზურგი თუ შეაქციე, მკვდარი ხარ, ხვიჩამ დღეს მარადონას დონის გოლი გაიტანა. ეს იყო ურთულესი შეხვედრა, სადაც ატალანტამ ძალიან დიდი პრობლემები შეგვიქმნა. წაგების შემდეგ დღევანდელ მატჩში გამარჯვება აუცილებელი იყო, რადგან აქ ამისთვის მოვედით. ჩემმა ფეხბურთელებმა გამარჯვება დაიმსახურეს, გასპერინისა და მის შეგირდებს კი უდიდეს პატივს ვცემთ."

შეგახსნებთ, რომ ნაპოლი იტალიის ჩემპიონატს მთელი 68 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ ინტერს 18 ქულით უსწრებს!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი