"კვარას გულუხვმა საქციელმა მის ვაჟკაცობას ხაზი უფრო მკაფიოდ გაუსვა" - იტალიელი მწერალი » სპორტის ხაზი

"კვარას გულუხვმა საქციელმა მის ვაჟკაცობას ხაზი უფრო მკაფიოდ გაუსვა" - იტალიელი მწერალი

"კვარას გულუხვმა საქციელმა მის ვაჟკაცობას ხაზი უფრო მკაფიოდ გაუსვა" - იტალიელი მწერალი
12-03-2023, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

"საქართველოს მომავალი ევროპაშია" - დაწერა რამდენიმე დღის წინ ხვიჩა კვარაცხელიამ თავისივე სოციალურ ქსელში, რომლითან მან პარლამენტის მიერ მიღებული კანონი (აწ უქვე გაუქმებული) გააპროტესტა.

ამ ყველაფერს ლუჩანო სპალეტიმ ღირსეული უწოდა, რასაც უერთდება იტალიელი მწერალი და ჟურნალისტი სახელად რობერტო სავიანო (მისი ცნობილი რომანია გომორა), რომელმაც ქართველი ფეხბურთელის გულუხვობასა და სივაჟკაცეს გაუსვა ხაზი:

"კვარამ ვაჟკაცური ხასიათი მოედნის მიღმაც გვიჩვენა, როცა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ქართველი ხალხის მხარე დაიჭირა. ამის გაკეთება იოლი სულაც არ გახლავთ, რასაც არაერთი მთავრობისგან დაშინებული ჟურნალისტი, სპორტსმენი თუ ფინანსისტი ერიდება. მე, როგორც რიგით გულშემატკივარს აღარ მრჩება მეტი გზა გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო მხურვალედ შევიყვარო ეს ჩემპიონი ბიჭი ნეაპოლიდან."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი