პროკურატურა ამოქმედდა | ბარსელონას ქვედა ლიგაში დაქვეითება ემუქრება? » სპორტის ხაზი

პროკურატურა ამოქმედდა | ბარსელონას ქვედა ლიგაში დაქვეითება ემუქრება?

პროკურატურა ამოქმედდა | ბარსელონას ქვედა ლიგაში დაქვეითება ემუქრება?
11-03-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის პროკურატურამ ბარსელონას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, მიზეზი სამსაჯო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტ ნეგრეირასა და უშუალოდ კლუბის ბოლო ორ პრეზიდენტ, ბართომეუსა და როსელს შორის გაფორმებული ფარული ხელშეკრულებაა.

როგორც პროკურატურა ამბობს, ბარსელონა ნეგრეირასთან შეთანხმებას აღწევდა, რათა კლუბის თამაშებზე შესაბამისი მსაჯები დაენიშნათ. თავად ბარსელონას მტკიცებით, ნეგრეირასთან კომუნიკაცია მხოლოდ ტექნიკური ოქმების გასაკეთებლად მიმდინარეობდა, რაც პრაქტიკაში ისედაც მიღებული და გავრცელებულია.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ბარსელონას ორი ტიპის სასჯელი ემუქრება: პირველი ქვედა ლიგაში დაქვეითებას გულისხმობს, რაც ნაკლებად სავარაუდოა. რაც შეეხება მეორეს, ის ფულად ჯარიმასთანაა დაკავშირებული.

ამ საქმეში ბარსელონასთვის ყველაზე დიდი თავის ტკივილი 2019 წელს ნეგრეირას ანგარიშზე გადარიცხული 877 000 ევროა, რომელიც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე განხორციელდა. შესაბამისად, საგადასახადო ეჭვობს, რომ კლუბმა ნეგრეირას ფული ფარულად გადაურიცხა, რათა გაწეული სამსახურისთვის სამსაჯო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს გასამრჯელო მიეღო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი