დინამო თბილისი ლუკა ლაკვეხელიანით გაძლიერდა - ტრანსფერის დეტალები » სპორტის ხაზი

დინამო თბილისი ლუკა ლაკვეხელიანით გაძლიერდა - ტრანსფერის დეტალები

დინამო თბილისი ლუკა ლაკვეხელიანით გაძლიერდა - ტრანსფერის დეტალები
11-03-2023, 15:21
Aa Aa
გაზიარება:

დინამო თბილისის რიგებს ლუკა ლაკვეხელიანი შეემატა. 24 წლის ფეხბურთელმა დედაქალაქურ კლუბთან ხელშეკრულება 1+2 სისტემით გააფორმა - ინფორმაციას ამის თაობაზე დინამო თბილისის პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, ლუკა ლაკვეხელიანი საბურთალოს რიგებში გამოდიოდა და საქართველოს ჩემპიონიც გახდა, 2020 წლიდან კი უნგრული მეზოკოვეშდის ღირსებას იცავდა.

გარდა საკლუბო კარიერისა, ლაკვეხელიანს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი