“კარლსრუეს” მწვრთნელი: “ბუდუმ ჩვენი მოლოდინი გაამართლა” » სპორტის ხაზი

“კარლსრუეს” მწვრთნელი: “ბუდუმ ჩვენი მოლოდინი გაამართლა”

“კარლსრუეს” მწვრთნელი: “ბუდუმ ჩვენი მოლოდინი გაამართლა”
11-03-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 24-ე ტურში “კარლსრუე” შინ “ჰამბურგს” მიიღებს. მატჩის წინ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან აიხნერმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა და ბუდუ ზივზივაძეც შეაქო:

”მან აჩვენა ყველაფერი, რათა უფრო მეტი სათამაშო დრო მიიღოს და ჩვენი მოლოდინი გაამართლა. გუნდთან ადაპტაცია წარმატებული იყო. ზივზივაძე მაგონებს მის თანამემამულეს, რომელთან ერთად
ვთამაშობდი, იაშვილს.

მომდევნო რამდენიმე კვირა გვიჩვენებს, რამდენი სათამაშო დროის გატარება შეუძლია მოედანზე. გუნდისთვის კონკურენცია კარგია.”

ბუდუ გერმანულ კლუბს უნგრული “ფეჰერვარიდან” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეუერთდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი