სიომინი: “ხვიჩამ ეს ჯილდო დაიმსახურა” » სპორტის ხაზი

სიომინი: “ხვიჩამ ეს ჯილდო დაიმსახურა”

სიომინი: “ხვიჩამ ეს ჯილდო დაიმსახურა”
11-03-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ამ ფაქტს ყოფილი რუსი მწვრთნელი, იური სიომინი გამოეხმაურა:

“რა თქმა უნდა, ხვიჩა ამ ჯილდოს იმსახურებდა. პირველ რიგში, გვაქვს კონკრეტული შედეგი გატანილი გოლებისა და საგოლე გადაცემების სახით. მეორეც ნაპოლი სატურნირო ცხრილის ლიდერია. პარტენოპეის თითოეულ შეხვედრაში, ხვიჩას შედეგიან, ნიჭიერ და არაორდინალურ ქმედებებს ვხედავთ. ალბათ, ამიტომაც გამოარჩიეს. კვარაცხელია ყოველ მომდევნო მატჩს უფრო და უფრო კარგად ატარებს.”

“პარტენოპეი” მომდევნო მატჩს დღეს, “ატალანტას” წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი