ბარსელონა ლევერკუზენის ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს » სპორტის ხაზი

ბარსელონა ლევერკუზენის ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს

ბარსელონა ლევერკუზენის ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს
10-03-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

კატალონიის ბარსელონა ბაიერ ლევერკუზენის ფეხბურთელის, ფლორიან ვირცის ტრანსფერით ინტერესდება.

როგორც იწერება, კლუბი უკვე გაესაუბრა ფეხბურთელის მამას, თავად ვირცი კი ბლაუგრანაში თამაშით მოხიბლულია. ბარსელონა მას უდიდეს ტალანტად მიიჩნევს. კლუბი მის გარემოცვას მოთმინებას სთხოვს.

ფეხბურთელს ლევერკუზენთან კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული და მისი ტრანსფერი ძვირი დაჯდება, მაგრამ გერმანული კლუბი მოლაპარაკების გამართვის წინააღმდეგი არ არის.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ფლორიან ვირცით სერიოზულადაა დაინტერესებული მიუნხენის ბაიერნიც.

Barca Stuff


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი