ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნთან დამარცხების და ტურნირად გამოვარდნის შემდეგ, პსჟ-ს იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ ჟურნალისტებთან ისაუბრა:
"ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა ძალიან სამწუხაროა, სწორედ ამიტომ ძალიან იმედგაცრუებული და გაბრაზებულები ვართ.
ვნანობ თუ არა პსჟ-ში გადმოსვლას? არა და არც არასდროს მინანია. მილანის გამო მოხარული ვარ, მაგრამ პსჟ-ში ყოფნა მეამაყება", - განაცხადა იტალიელმა მეკარემ.
შეგახსენებთ, მილანი ჯანლუიჯი დონარუმამ ორი წლის წინ დატოვა და თავისუფალი აგენტის სტატუსით ფრანგულ პსჟ-ს შეუერთდა. პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის პარალელურად კი მილანი 11 წლიანი პაუზის შემდეგ ამ ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა.