როგორც Sport.es-ი იტყობინება, ჟოაო კანსელუ შესაძლოა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კატალონიის “ბარსელონაში” აღმოჩნდეს. ირკვევა, რომ პორტუგალიელ მოთამაშეს მიუნხენური კლუბი არ გამოისყიდის, პლუს ჟოაოს პეპ გუარდიოლასთანაც არ აქვს ჰარმონიული ურთიერთობა.
იმ შემთხვევაში, თუ “რეკორდმაისტერი” კანსელუს არ გამოისყიდის და ფეხბურთელს სიტიში გადაბარგება მოუწევს. წყაროს ინფორმაციით, “ქალაქელები” მას გაანათხოვრებენ იჯარის წესით.
მიმდინარე 2022/23 წლების სეზონში პორტუგალიელმა მცველმა ბუნდესლიგაში 4 მატჩი ჩაატარა, პრემიერ ლიგაში 17.