ლევანდოვსკი: “ბარსელონაში ცვლილებებია საჭირო” » სპორტის ხაზი

ლევანდოვსკი: “ბარსელონაში ცვლილებებია საჭირო”

ლევანდოვსკი: “ბარსელონაში ცვლილებებია საჭირო”
10-03-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

კატალონიის “ბარსელონას” შემტევმა, რობერტ ლევანდოვსკიმ კლუბის პრესსამსახურთან ისაუბრა. პოლონელმა მწვრთნელზე ისაუბრა და გუნდის პოტენციალს ხაზი გაუსვა:

“აქ მოსვლიდან პირველივე დღიდან დავინახე, რომ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერს ერთ კვირაში ან ერთ თვეში ვერ შეცვლი. მომთმენი უნდა იყო. ახლა ვხედავ, რომ სწორ გზაზე ვართ, ჩვენი ბევრი ფეხბურთელი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. მათ დრო სჭირდებათ, რომ სხვადასხვა რამ ისწავლონ, რათა სწორი მენტალიტეტი ჩამოაყალიბონ.

ჩავი შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, ნახევარდაცვაში თამაშობდა და ყველაფერს ცენტრიდან ხედავდა. ამიტომ, მას ბევრი რაღაცის შემჩნევა შეუძლია, ბურთით ყოფნისას და ასევე მის გარეშე მოქმედებისას. ის ყოველთვის ამბობს, რომ თამაშის დინამიკის შეცვლა უნდა შევძლოთ, რათა ცვლილებების განსახორციელებლად შესვენებაზე გასვლას არ უნდა ველოდოთ.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი