250 ყალბი მაისური კვარასა და ვიქტორის გვარით | ნეაპოლში თაღლითებს მიაგნეს » სპორტის ხაზი

250 ყალბი მაისური კვარასა და ვიქტორის გვარით | ნეაპოლში თაღლითებს მიაგნეს

250 ყალბი მაისური კვარასა და ვიქტორის გვარით | ნეაპოლში თაღლითებს მიაგნეს
9-03-2023, 23:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც Fanpage.it წერს, ქალაქ ნეაპოლში თაღლითების დაჯგუფებას მიაგნეს, რომლებიც ბოლო თვის განმავლობაში ნაპოლის ფეხბურთელების ყალბ მაისურებს ამზადებდნენ და უდიდეს შემოსავალს იღებდნენ.

ამავე წყაროს ინფორმაციით, დამნაშავეებმა გუნდის 1250 ყალბი მაისური დაამზადეს, აქედან კი 250 ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის. ცხადია, ამის მიზეზი ისაა, რომ ნაპოლიში ყველაზე გამორჩეულები სწორედ ისინი არიან.

გარდა ამისა, თაღლითები გუნდის სხვადასხვა აქსესუარებსაც ამზადებდნენ, მაგალითად შარფებს, ეტიკეტებს და ტანსაცმლის სხვა ნივთებს.

საგულისხმოა, რომ დამნაშავეთა დაჯგუფების საქმიანობა უკვე გამოკვლეული და გაუქმებულია. ადგილობრივმა პოლიციამ ადგილზე მისვლისას 4 არალეგალური მუშა ნახა, რომლებიც მაისურებს უკანონოდ ამზადებდნენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.