აგენტი გუტი | GOAL-ისთვის მოსალოდნელია, რომ კვარასთვის გაგზავნილი მაისური რეალის შანსებს გაზრდის » სპორტის ხაზი

აგენტი გუტი | GOAL-ისთვის მოსალოდნელია, რომ კვარასთვის გაგზავნილი მაისური რეალის შანსებს გაზრდის

აგენტი გუტი | GOAL-ისთვის მოსალოდნელია, რომ კვარასთვის გაგზავნილი მაისური რეალის შანსებს გაზრდის
9-03-2023, 22:30
Aa Aa
გაზიარება:

ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა სპორტულმა გამოცემამ, კერძოდ GOAL-მა ივარაუდა, რომ გუტისგან მიღებული მაისური კვარას გასაფორმებლად რეალის შანსებს ზრდის.

გამოცემამ სტატიის სათაური შემდეგნაირად დაასათაურა: "აგენტი გუტი | კვარაცხელიამ მაისური კერპისგან მიიღო". ცხადია, სიტყვა აგენტი GOAL-ს უმიზეზოდ არ გამოუყენებია. მათ მიაჩნიათ, რომ დადებითი ემოციური კავშირის დამყარების შემდეგ, ხვიჩას რეალში თამაში კიდევ უფრო მოუნდება.

აღნიშნული ვებგვერდი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ხვიჩა კვარაცხელია მადრიდულ გრანდთან აქამდეც დააკავშირეს, თანაც თვით კარლო ანჩელოტის მოთხოვნით.

მაშ ასე, ხვიჩა მადრიდისტაა, რეალის ლეგენდისგან და ბავშვობის კერპისგან კი სამახსოვრო მაისურს იღებს, რას უნდა მიანიშნებდეს ეს ყველაფერი?


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი