"დარჩეს და ერთგულებისთვის 100 მილიონს ჩავურიცხავთ" | პარიზში მბაპეს შესანარჩუნებლად იბრძვიან » სპორტის ხაზი

"დარჩეს და ერთგულებისთვის 100 მილიონს ჩავურიცხავთ" | პარიზში მბაპეს შესანარჩუნებლად იბრძვიან

"დარჩეს და ერთგულებისთვის 100 მილიონს ჩავურიცხავთ" | პარიზში მბაპეს შესანარჩუნებლად იბრძვიან
10-03-2023, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალიდან გამოვარდა, მათ მიუნხენის ბაიერნის ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს.

ცხადია, ასეთი სიტუაციის შემდეგ, ძალიან სწრაფად იზრდება იმის შანსი, რომ კილიან მბაპემ ფრანგული კლუბი ზაფხულში უტიტულობისგან განაწყენებულმა დატოვოს.

პარიზული კლუბის ვარსკვლავის პირველი მსურველი მადრიდის რეალია, რომელმაც კილიანის გაფორმება წინა წლებშიც სცადა, თუმცა საქმე წარმატებით ვერ დახურა.

როგორც L'quipe წერს, პსჟ-ის პრეზიდენტი მზადაა, რომ მბაპეს სეზონის ბოლოს 100 მილიონი მხოლოდ იმისთვის ჩაურიცხოს, რომ მბაპემ ერთგულება გამოიჩნიოს და პარი სენ-ჟერმენში დარჩეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი