"საქართველომ პუტინის კანონი დაამარცხა, წვლილი კვარამაც შეიტანა" - იტალიური პრესა » სპორტის ხაზი

"საქართველომ პუტინის კანონი დაამარცხა, წვლილი კვარამაც შეიტანა" - იტალიური პრესა

"საქართველომ პუტინის კანონი დაამარცხა, წვლილი კვარამაც შეიტანა" - იტალიური პრესა
9-03-2023, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

2 დღიანი აქციებისა და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის პროტესტის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ "უცხოეთის აგენტების" კანონის უკან გაწვევის შესახებ პირველი ნაბიჯი გადადგა.

ამ ყველაფერს იტალიური პრესაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის ნების აღსრულებაში წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამაც შეიტანა, რომელსაც ქვეყანაში დიდი რეპუტაცია აქვს:

"ხვიჩა კვარაცხელიას პროტესტმა და გამოქვეყნებულმა პოსტმა შედეგი გამოიღო, საქართველოს მთავრობა პუტინის საამებლად შემოტანილი კანონისთვის მოსახლეობის უმრავლესობას დაუპირისპირდა და დამარცხდა." - დაწერა Ilnapolista-მ

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა თავისივე სტატუსში ხაზი საქართველოს ევროპულ მომავალს გაუსვა, რასაც ცხადია, რომ დადებითი გამოხმაურებაც მოჰყვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი