გატუზო თუ არველაძე? | შოთას ტრაბზონსპორის ჩაბარების შანსი გაუჩნდა » სპორტის ხაზი

გატუზო თუ არველაძე? | შოთას ტრაბზონსპორის ჩაბარების შანსი გაუჩნდა

გატუზო თუ არველაძე? | შოთას ტრაბზონსპორის ჩაბარების შანსი გაუჩნდა
11-03-2023, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

თურქული 61 Saat-ის ინფორმაციით, ტრაბზონსპორი ახალი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ვაკანსიას აცხადებს.

ტრაბზონსპორს აქამდე აბდულა ავჯი წვრთნიდა, თუმცა ცუდი შედეგების გამო, მან კლუბიდან წასვლა გადაწყვიტა, მისი პოზიციის დაკავება კი შოთა არველაძეს შეუძლია.

ზემოაღნიშნული წყაროს მიხედვით, ქართველის კონკურენტი ჯენარო გატუზოა, რომელმაც ვალენსია სულ ცოტა ხნის წინ იმავე მიზეზით დატოვა, როგორც ეს ავჯის შემთხვევაში მოხდა.

შეგახსენებთ, რომ არველაძე ტრაბზონსპორის ფეხბურთელი იყო. გარდა ამისა, შოთა ამავე გუნდს ცოტა ხნით ხელმძღვანელობდა კიდეც. რაც შეეხება არველაძის უკანასკნელ გამოცდილებას, ის ჰალ სიტის უკავშირდება, საიდანაც შოთა ცუდი შედეგების გამო გაათავისუფლეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი