"ჩავიმ კვარაცხელიას ბარსელონაში ტრანსფერი მოითხოვა" - Okdiario » სპორტის ხაზი

"ჩავიმ კვარაცხელიას ბარსელონაში ტრანსფერი მოითხოვა" - Okdiario

"ჩავიმ კვარაცხელიას ბარსელონაში ტრანსფერი მოითხოვა" - Okdiario
9-03-2023, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

ესპანური Okdiario წერს, რომ ბარსელონას მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესს ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება კლუბის მიზნების ასამაღლებლად სჭირდება და მიუხედავად იმისა, რომ ბლაუგრანას არც თუ კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვს, ისინი ქართველის წასაყვანად მაინც ყველაფერს გააკეთებენ:

"ჩავის სურს, რომ ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია დაიმატოს, რათა გუნდმა ძველი დიდება დაიბრუნოს და ჩემპიონთა ლიგაშიც უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს."

"კვარაცხელიას ტრანსფერი რთული იქნება, რადგან მის გასაფორმებლად კლუბს რამდენიმე მოთამაშის გაშვება მოუწევს (ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი). იმ შემთხვევაში თუ ბარსელონას ფეხბურთელთა სახელფასო ჭერი დასტაბილურდება, მაშინ მათ შეეძლებათ, რომ ქართველი ფეხბურთელი გაიფორმონ."

"დე ლაურენტისი კვარაცხელიასა და მის ნიგერიელ მეწყვილეს, ვიქტორ ოსიმენს 100 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა, ეს კი ბარსელონასთვის უდიდესი გამოწვევაა."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.