"გუნდიდან წასვლა?", - ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, მბაპემ პსჟ-ში საკუთარ მომავალზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

"გუნდიდან წასვლა?", - ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, მბაპემ პსჟ-ში საკუთარ მომავალზე ისაუბრა

"გუნდიდან წასვლა?", - ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, მბაპემ პსჟ-ში საკუთარ მომავალზე ისაუბრა
9-03-2023, 17:22
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნმა ორმატჩიან დუელში ფრანგული პსჟ 3:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლა გაინაღდა.

განმეორებითი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი პარიზელთა შემტევმა, კილიან მბაპემაც გააკეთა და პსჟ-ში საკუთარ მომავალზე ისაუბრა:

"გუნდიდან წასვლა? არა, მშვიდად ვარ. ერთადერთი, რაც ამ სეზონში ჩემთვის მნიშვნელოვანია, საფრანგეთის ჩემპიონატის მოგებაა. შემდეგ კი ვნახოთ...", - განაცხადა მბაპემ.

ცნობისთვის, მბაპეს და პსჟ-ს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2025 წელს გასდის, გერმანულ Transfermarkt-ს კი ფეხბურთელი 180 მილიონ ევროდ ჰყავს შეფასებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი