"ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ნაპოლისთან თამაში არ გვინდა" - სტეფანო პიოლი » სპორტის ხაზი

"ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ნაპოლისთან თამაში არ გვინდა" - სტეფანო პიოლი

"ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ნაპოლისთან თამაში არ გვინდა" - სტეფანო პიოლი
11-03-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

სტეფანო პიოლის მილანი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალშია! - ეს 2011/2012 წლების სეზონის შემდეგ ამ კლუბისთვის პირველად მოხდა.

ტოტენჰემთან ორი მატჩის ჯამში 1:0 გამარჯვების შემდეგ, პიოლიმ რამდენიმე არასასურველი მეტოქე დაასახელა, რომლებთანაც მილანი 1/4 ფინალში შეხვედრას არ ისურვებდა:

"პირველ რიგში, ძალიან გვიხარია, რომ ჩემპიონთა ლიგის 8 საუკეთესო გუნდში მოვხვდით, აქ მხოლოდ რჩეულთა ადგილია. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ის, რომ ასეთი დონის გუნდებს ხშირად ვეთამაშოთ, რადგან მათთან ასპარეზობა სხვა გზით არ გვიწევს ხოლმე."

"მომდევნო მეტოქე? - არ მსურს, რომ ეს ინტერი ან ნაპოლი იყოს. ზოგადად, იტალიურ კლუბებთან შეხვედრა არ გვინდა, რადგან მათთან ისედაც ხშირად ვთამაშობთ. ნებისმიერ შემთხვევაში ნაპოლისაც და ინტერსაც წარმატებებს ვუსურვებ."

"ჩემპიონთა ლიგის მოგება? - ალბათ, ბევრი ფიქრობს, რომ მილანისთვის ეს შეუძლებელი იქნება, თუმცა მე თავში ის აზრი მიტრიალებს, რომ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი