რატომ შეიცვალა ნორვეგიისა და საქართველოს მატჩის თარიღი? » სპორტის ხაზი

რატომ შეიცვალა ნორვეგიისა და საქართველოს მატჩის თარიღი?

რატომ შეიცვალა ნორვეგიისა და საქართველოს მატჩის თარიღი?
9-03-2023, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან შეთანხმებული დროით, 28 მარტს გამართავს.

როგორც იწერება, შეცვლილია საქართველოს ნორვეგიასთან სტუმრად გასამართი მატჩის თარიღი, რომელიც ამავე წლის 11 სექტემბერს იყო ჩანიშნული.

ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, 11 სექტემბერს ქვეყანაში არჩევნებია ჩანიშნული, ამიტომ საქართველოსთან სკანდინავიელები ერთი დღის დაგვიანებით, 12 სექტემბერს ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიის გარდა, საქართველოს ჯგუფში ესპანეთის, შოტლანდიისა და კვიპროსის ეროვნული ნაკრებები ჰყავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი