ფოტო | ხვიჩა კვარაცხელიამ თავისივე კერპისგან სამახსოვრო მაისური მიიღო! » სპორტის ხაზი

ფოტო | ხვიჩა კვარაცხელიამ თავისივე კერპისგან სამახსოვრო მაისური მიიღო!

ფოტო | ხვიჩა კვარაცხელიამ თავისივე კერპისგან სამახსოვრო მაისური მიიღო!
9-03-2023, 18:05
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გარკვეული პერიოდის წინ, ხვიჩა კვარაცხელიამ საჯაროდ თქვა, რომ მისთვის ბავშვობის კერპი მადრიდის რეალის ყოფილი ფეხბურთელი, გუტი ერნანდესი იყო, რომლის სათამაშო სტილიც კვარას ყველაზე მეტად მოსწონდა.

ამ ყველაფრის შესახებ თავად გუტიმ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სპორტულ გადაცემაში გაიგო და ადგილზევე აღნიშნა, რომ ქართველ ფეხბურთელს თავის რეალის მაისურს სამახსოვროდ აუცილებლად გაუგზავნიდა.

გუტი მართალი აღმოჩნდა და ხვიჩა კვარაცხელიას მაისური მართლაც გაუგზავნა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია მალევე გავრცელდა - იხილეთ ფოტო.

ფოტო | ხვიჩა კვარაცხელიამ თავისივე კერპისგან სამახსოვრო მაისური მიიღო!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი