დე ლაურენტისის მეორე გუნდი სერია A-ში ამოდის? | რას აპირებს ნაპოლის პრეზიდენტი » სპორტის ხაზი

დე ლაურენტისის მეორე გუნდი სერია A-ში ამოდის? | რას აპირებს ნაპოლის პრეზიდენტი

დე ლაურენტისის მეორე გუნდი სერია A-ში ამოდის? | რას აპირებს ნაპოლის პრეზიდენტი
9-03-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური La Reppublica წერს, რომ ნაპოლის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის მფლობელობაში კიდევ ერთ გუნდს ძალიან კარგი შანსი აქვს, რომ მომავალი სეზონიდან სერია A-ში ითამაშოს.

დე ლაურენტისის მეორე გუნდი ბარი გახლავთ, რომელიც ამ ეტაპზე იტალიის რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობს და მესამე ადგილს 49 ქულით იკავებს. ცნობისთვის, სერია B-ში სეზონის ბოლოს დასაწინაურებელ ფლეი ოფებს ცხრილის ზედა ნაწილში მყოფი 6 (1 და 2 ადგილი პირდაპირ კვალიფიცირდება) გუნდი ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ სერია A-ს წესებით ერთი პირის მფლობელობაში 2 გუნდის არსებობა არ შეიძლება, შესაბამისად, ბარის დაწინაურების შემთხვევაში დე ლაურენტისს რომელიმე კლუბის გაყიდვა მოუწევს. როგორც იწერება, ამჟამად ბარი 150 მილიონ ევროდაა შეფასებული და მსურველებიც არსებობენ. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ ისიც დაიწერა, რომ დიდი ამერიკული კომპანია ნაპოლის შეძენას გეგმავს.

ამდენად, არჩევანი თავად დე ლაურენტისზეა. მას შეუძლია როგორც ნაპოლის გაყიდვა, ისე ბარის, ან ორივესი ერთად.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.