ბასილაშვილი ინდიანა უელსზე პირველ წრეში დამარცხფა » სპორტის ხაზი

ბასილაშვილი ინდიანა უელსზე პირველ წრეში დამარცხფა

ბასილაშვილი ინდიანა უელსზე პირველ წრეში დამარცხფა
9-03-2023, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, ინდიანა უელსის ტურნირის დაწყებამდე ნოვაკ ჯოკოვიჩი აშშ-ში არ შეუშვეს. ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ სერბს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა არ გაუკეთებია. შესაბამისად, იგი მასტერსზე მონაწილეობას ვერ მიიღებდა.

ნოვაკის ნაცვლად ბადეში ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩაჯდა. პირველ წრეშუ მისი მეტოქე გახლდათ პედრო კაჩინი, რომელიც ATP რეიტინგის 66-ე ნომერია. სამწუხაროდ ქართველმა აღნიშნული შეხვედრა 2 სეტში, 5:7 3:6 დათმო.

ნიკოლოზი პირველ სეტში ბრეიქით წინ იყო, თუმცა მერვე გეიმში პედრომ უკუბრეიქი შეასრულა. ყველაფერი ტაი ბრეიქისკენ მიდიოდა, მაგრამ 6:5-ზე კაჩინმა სეტის დახურვა შეძლო.

რაც შეეხება მეორე სეტს, ის შედარებით მშვიდად მიმდინარეობდა, მაგრამ აქაც მერვე გეიმში მეტოქემ ნიკოლოზს ბრეიქი შეუსრულა და მალევე შეხვედრაც თავისდა სასარგებლოდ დაასრულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი