ამერიკულ-გერმანული გაზეთი, კერძოდ Politico "პსჟ-ს" პრეზიდენტის, ნასერ ალ ხელაიფის სიტყვებს ავრცელებს, რომელიც ჟოან ლაპორტასა და მისი გუნდის სატრასნფერო აქტივობას შეეხება:
"ეს სამართლიანია? - არა. ეს ლეგალურია? - არ ვარ დარწმუნებული. თუ მათ ყველაფერი გაუვათ, მაშინ სხვებსაც გაუჩნდებათ მიბაძვის სურვილი. რა თქმა უნდა, "უეფას" თავისი ფინანსური რეგულაციები აქვს და ზუსტად ვიცი, რომ ისინი ყველაფერს აკონტროლებენ", - ნასერ ალ ხელაიფი.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" ბოლო სატრანსფერო ფანჯრის დროს ერთბაშად ძალიან ბევრი ფეხბურთელი დაიმატა და გაუშვა, რაც, როგორც ჩანს, ფრანგული კლუბის მესვეურს არ მოეწონა.