"თავისუფლება მათეს", - გიგა ჭიკაძის მხარდაჭერა დაკავებულ სპორტსმენს (ფოტო) » სპორტის ხაზი

"თავისუფლება მათეს", - გიგა ჭიკაძის მხარდაჭერა დაკავებულ სპორტსმენს (ფოტო)

"თავისუფლება მათეს", - გიგა ჭიკაძის მხარდაჭერა დაკავებულ სპორტსმენს (ფოტო)
8-03-2023, 21:37
Aa Aa
გაზიარება:

პოლიციამ, რუსთაველის გამზირზე ე.წ "რუსული კანონის" წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, MMA-ის ქართველი მებრძოლი და OKTAGON MMA-ის ჩემპიონი მათე სანიკიძე დააკავა.

"მეგობრებო,მათე აქციაზე დააკავეს..გადაყვანილია ბაკურიანში,ჩანიშნულია პროცესი-დღეს ან ხვალ.ვიმედოვნებთ,ყველაფერი იქნება კარგად და თავისუფლებისთვის მებრძოლ ჩემპიონსა და ქმარს მალე დავიბრუნებ(თ)..", - წერს მებრძოლის მეუღლე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მათე ერთ-ერთი პირველი სპორტსმენი იყო, ვინც რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ საკუთარი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა: "მირჩევნია ევროპაში ვიბრძოლო უფასოდ, ვიდრე რუსეთში მილიარდის სანაცვლოდ! საქართველოს მომავალი ევროპაშია!", - დაწერა მათემ.

სპორტსმენის დაკავების ფაქტს, სოციალურ ქსელში UFC-ის ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაზეც გამოეხმაურა: "თავისუფლება მათე სანიკიძეს!"


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი