კასანო: “ლაციოსთან ხვიჩას დღე არ იყო” » სპორტის ხაზი

კასანო: “ლაციოსთან ხვიჩას დღე არ იყო”

კასანო: “ლაციოსთან ხვიჩას დღე არ იყო”
8-03-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

ანტონიო კასანომ “ნაპოლისა” და “ლაციოს” დაპირისპირების შესახებ Bobo TV-ის ეთერში ისაუბრა. მოგეხსენებათ, მატჩი რომაელთა გამარჯვებით 0:1 დასრულდა. საუბრისას იტალიელი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.

”კვარაცხელიას დღე არ იყო, მაშინ როცა ოსიმენმა სიღრმიდან ერთხელ იმოქმედა. მიუხედავად ამისა, ნაპოლის ლაციოსთან მარცხი არ დაუმსახურებია. ჩემზე უარყოფითი შთაბეჭდილება დატოვა რაჰმანისა და კიმის ტექნიკურმა შეცდომებმა, ისინი ბევრჯერ შეცდნენ.

ბოლო 10 წელში არ მახსენდება ფაქტი, რომ მაურიციო სარის გაწვრთნილ გუნდს ბურთის ფლობის ასეთი დაბალი პროცენტული მაჩვენებელი ჰქონოდა.

რამდენიმეჯერ ვთქვი, რომ ლობოტკა პარტენოპეის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. იმობილეს, ლუის ალბერტოს, მილინკოვიჩს, ვეცინოსა და სხვებს ერთ მომენტშიც არ დაუტოვებიათ მარტო, გაანეიტრალეს” - აცხადებს კასანო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი