"კვარა საქართველოს ეროვნული გმირია" | Corriere dello Sport » სპორტის ხაზი

"კვარა საქართველოს ეროვნული გმირია" | Corriere dello Sport

"კვარა საქართველოს ეროვნული გმირია" | Corriere dello Sport
7-03-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, Corriere dello Sport-მა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ კვარა საქართველოს ეროვნული გმირია, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა, ნაპოლი კი გულშემატკივართა საყვარელ კლუბად აქცია:

"კვარა ეროვნული გმირი გახდა. საქართველოში ფეხბურთი ნომერ პირველი სპორტია და მათთვის ასეთი შესანიშნავი ფეხბურთელის ცქერა სიამაყის განცდის მომტანია. ისინი ვინც ადრე იუვეს, ინტერსა თუ მილანს გულშემატკივრობდნენ, ახლა ნაპოლიზე არიან კონცენტრირებულნი და არცერთი თამაშის გამოტოვება არ სურთ, რადგან ამ გუნდში საყვარელი ქართველი ფეხბურთელი ეგულებათ."

"მთელი ქვეყნის მოსახლეობა ცდილობს, რომ შაბათ-კვირას ნაპოლის თამაშისას ტელევიზორთან მოკალათდეს და ხვიჩა კვარაცხელიას მხარი დაუჭიროს, ეს ქვეყნისთვის ნამდვილი დღესასწაულია."


შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია და მისი ნაპოლი მომდევნო შეხვედრას 11 მარტს, ატალანტას წინააღმდეგ გამართავენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი