"ხვიჩას ოქროს ბურთი რეალურია, თუმცა 2 რამაა მოსაგვარებელი" - მასიმო მაურო » სპორტის ხაზი

"ხვიჩას ოქროს ბურთი რეალურია, თუმცა 2 რამაა მოსაგვარებელი" - მასიმო მაურო

"ხვიჩას ოქროს ბურთი რეალურია, თუმცა 2 რამაა მოსაგვარებელი" - მასიმო მაურო
8-03-2023, 17:35
Aa Aa
გაზიარება:

ტურინის იუვენტუსისა და ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჯერად კი იტალიელმა პოლიტიკოსმა მასიმო მაურომ ხვიჩა კვარაცხელიასა და ოქროს ბურთის შესახებ ისაუბრა:

"კვარას ოქროს ბურთი? - ალბათ, ეს რეალურია, თუმცა კვარაცხელიას ამ საკითხში ორი რამ უშლის ხელს. პირველ რიგში, ამ ჯილდოს მოსაგებად კვარას შესაფერისი პოზიცია არ აქვს, მან უფრო მეტის გატანა უნდა დაიწყოს. გარდა ამისა, ის უპირობო ლიდერი უნდა იყოს, ახლა კი პირველობას ვიქტორ ოსიმენთან იყოფს."

"ნებისმიერ შემთხვევაში ხვიჩა კვარაცხელია ძალიან ახალგაზრდაა და შეუძლია, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს, მისი საოცარი აფეთქებები ყველას გვაქვს ნანახი."


შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი უცხოური გამოცემა GOAL-ის ოქროს ბურთის მოგების კანდიდატთა სიაში მე-7 ადგილს იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი