"ლუის ენრიკე იტალიურ გრანდს უახლოვდება" | La Gazzetta dello Sport ესპანელზე წერს » სპორტის ხაზი

"ლუის ენრიკე იტალიურ გრანდს უახლოვდება" | La Gazzetta dello Sport ესპანელზე წერს

"ლუის ენრიკე იტალიურ გრანდს უახლოვდება" | La Gazzetta dello Sport ესპანელზე წერს
7-03-2023, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

რომას ყოფილი დამრიგებელი ლუის ენრიკე, შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს, ამის შესახებ Gazzetta dello Sport წერს.

ამავე წყაროს ინფორმაციით, თუ სეზონის ბოლოს სტეფანო პიოლი მილანს დატოვებს, მაშინ როსონერი სწორედ ესპანელ სპეციალისტს დაუკავშირდება.

საგულისხმოა, რომ ლუის ენრიკეს კარგი ურთიერთობა აქვს მილანის ამჟამინდელ სპორტულ დირექტორთან (ფრედერიკ მასარა), რომელთან ერთადაც ბარსელონას ყოფილი თავკაცი რომაში მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე ბოლოს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ კი თანამდებობა დატოვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი