"ხვიჩასა და ოსიმენის დუეტი დიდი იშვიათობაა" - იტალიელი ჟურნალისტი » სპორტის ხაზი

"ხვიჩასა და ოსიმენის დუეტი დიდი იშვიათობაა" - იტალიელი ჟურნალისტი

"ხვიჩასა და ოსიმენის დუეტი დიდი იშვიათობაა" - იტალიელი ჟურნალისტი
8-03-2023, 18:10
Aa Aa
გაზიარება:

ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ენრიკო ვარიალემ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ჩამოყალიბებულ დუეტს იშვიათი და გამორჩეული უწოდა:

"უკვე ყველამ კარგად ნახა თუ როგორ უგებენ ერთმანეთს მოედანზე ვიქტორი და ხვიჩა, ამ ყველაფრისთვის თვალის მიდევნება შესანიშნავი გრძნობაა, თუმცა დამატებით ოსიმენმა თავისთვის საზეიმო ცერემონიალზე ხალხს უთხრა, რომ კვარა ოქროს ბურთს აუცილებლად მოიგებს, - ეს ნამდვილი ჩემპიონისა და მეგობრის სიტყვები იყო."

"ამ ბიჭების ტანდემი დიდი იშვიათობაა და იმედი მაქვს, რომ ერთად კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ითამაშებენ, თუმცა, ვფიქრობ მათი შენარჩუნება იოლი არ იქნება."


ცნობისთვის, ვიქტორ ოსიმენი 2022 წლის სერია A-ს საუკეთესო უცხოელ ფეხბურთელად დასახელდა და სწორედ ამ ღონისძიებაზე გააკეთა ნიგერიელმა ფორვარდმა კვარასა და ოქროს ბურთის შესახებ კომენტარი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი