"ახლა ერთადერთი იტალიური ტოპ კლუბი ნაპოლია" - ჰარი რედნაპი » სპორტის ხაზი

"ახლა ერთადერთი იტალიური ტოპ კლუბი ნაპოლია" - ჰარი რედნაპი

"ახლა ერთადერთი იტალიური ტოპ კლუბი ნაპოლია" - ჰარი რედნაპი
7-03-2023, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

საუთჰემპტონისა და ტოტენჰემის ყოფილმა დამრიგებელმა, ჰარი რედნაპმა Tuttomercatoweb-თან ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მოგების ერთ-ერთი გამოკვეთილი კანდიდატი ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლია:

"ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამის მიზეზი კი ისაა, რომ ინგლისური თუ იტალიური კლუბები თავიანთ თავებს არ ჰგვანან. მაგალითად, მანჩესტერ სიტის სახელი ისე აღარ ქუხს, ლივერპული თითქმის გავარდნილია და ვერც ჩელსის საქმეებია კარგად. ცხადია, მილანსა და ინტერს დიდი ტრადიციები აქვთ, თუმცა იტალიაში ახლა მხოლოდ ერთი ტოპ კლუბი მახსენდება, - ეს ნაპოლია."

"ჩემპიონთა ლიგის სამი მთავარი კანდიდატი? - მანჩესტერ სიტი, ბაიერნი და ნაპოლი. ალბათ, ამ სიაში მადრიდის რეალიც უნდა იყოს, რთულია მათი ფავორიტებიდან ამოღება, თუმცა 3 საუკეთესო გუნდად ქალაქელებს, რეკორდმაისტერსა და პარტენოპეის მივიჩნევ."

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით შეხვედრას 15 მარტს გამართავს, მატჩი 23:55-ზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი