"სიამოვნებით ვაჩვენებდი ყველას, როგორ წაგაცლი მაგ იდიოტ თავს", - თოფურიას პასუხი ორტეგას » სპორტის ხაზი

"სიამოვნებით ვაჩვენებდი ყველას, როგორ წაგაცლი მაგ იდიოტ თავს", - თოფურიას პასუხი ორტეგას

"სიამოვნებით ვაჩვენებდი ყველას, როგორ წაგაცლი მაგ იდიოტ თავს", - თოფურიას პასუხი ორტეგას
7-03-2023, 15:57
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ მიტჩელთან გამარჯვების შემდეგ, ბრძოლაში ბრაიან ორტეგა გამოიწვია.

ამ უკანასკნელმა კი ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქართველი სპორტსმენის შესახებ აქამდე არაფერი სმენია, თუმცა თუ ორგანიზაცია მას ილიასთან ბრძოლას შესთავაზებს, ის უარს არ იტყვის.

ყოველივე ამას, სოციალურ ქსელში ქართველი მებრძოლიც გამოეხმაურა:

"ორტეგა ამბობს, რომ არ იცის ვინ ვარ და ჩემზე არაფერი სმენია - ოქტაგონზე ჩემთან შეხვედრის გეშინია? პრობლემა არ მაქვს, მექსიკაში ჩამოვალ და ბრძოლას მანდ გავმართავ. მიყვარს ეგ ქვეყანა, სიამოვნებით ვაჩვენბედი ყველას, როგორ წაგაცლი მაგ იდიოტ თავს", - წერს თოფურია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი