დე ლაურენტისი: “ზოგს ჰგონია, ნეაპოლი არ მიყვარს” » სპორტის ხაზი

დე ლაურენტისი: “ზოგს ჰგონია, ნეაპოლი არ მიყვარს”

დე ლაურენტისი: “ზოგს ჰგონია, ნეაპოლი არ მიყვარს”
7-03-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური “ნაპოლის” პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ლუიჯი ვანვიტელის უმივერსიტეტში იმყოფებოდა, ვრცლად ისაუბრა და საკუთარ მიზნებზე დიდი ყურადღება გაამახვილა.


"ლაციოსთან მარცხი გამაჯანსაღებელი იყო. სარიმ განსხვავებულად ითამაშა, თავი კარგად დაიცვა, მერე კი კვარაცხელიამ ვესინოს ბურთი გადასცა, რომელმაც დაარტყა. სკუდეტო თუ ჩემპიონთა ლიგა? ორივეს მოგება მინდა.

როგორ ფიქრობთ, ნაპოლის ფანი რომ არ ვყოფილიყავი, 19 წელი ამ კლუბში არ ვიქნებოდი ნეაპოლის გულშემატკივარი ვარ, ქალაქის და ნეაპოლის იმიჯის ამაღლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვიბრძვი, ვცდილობ წარმოვაჩინო ის, რაც მას იტალიის სხვა ქალაქებისგან განასხვავებს. ვიბრძვი იმისთვის, რომ სამხრეთი და ჩრდილოეთი ერთ დონეზე იყვნენ.

ფანები მადანაშაულებენ, რომ ნაპოლის ფანი არ ვარ, მაგრამ ისინი ცდებიან. ბავშვობაში მამაჩემს სტადიონზე მაშინაც დავყავდი, როცა საწოვარას ვიყენებდი. ჩემი ოჯახი წლებია ნეაპოლთან არის დაკავშირებული.” - განაცხადა იტალიელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი