"რონალდოსთან ოქროს ბუცის კონკურენციაში მესი და ნეიმარი ძალიან დამეხმარნენ", - ლუის სუარესი » სპორტის ხაზი

"რონალდოსთან ოქროს ბუცის კონკურენციაში მესი და ნეიმარი ძალიან დამეხმარნენ", - ლუის სუარესი

"რონალდოსთან ოქროს ბუცის კონკურენციაში მესი და ნეიმარი ძალიან დამეხმარნენ", - ლუის სუარესი
6-03-2023, 22:07
Aa Aa
გაზიარება:

ბარსელონას ყოფილმა ფორვარდმა ლუის სუარესმა 2016 წელი და კრიშტიანო რონალდოსთან კონკურენცია გაიხსენა - ურუგუაელი ფორვარდის თქმით, პორტუგალიელთან კონკურენციისას თანაგუნდელები, ნეიმარი და მესი ძალიან დაეხმარნენ.

"2016 წელს, როდესაც რონალდოსთან ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში ვიყავი ჩართული, ნეიმარი და მესი ძალიან დამეხმარნენ.

პენალტების დარტყმის უფლებას მე მაძლევდნენ, გარდა ამისა, ბევრი საგოლე გადაცემითაც მომამარაგეს, რადგან რაც შეიძლება მეტი გოლი გამეტანა. ამ პრიზის მიღებაში ისინი დამეხმარნენ.

ეს იმის დასტურია, რომ სამ ვარსკვლავს ერთმანეთთან შეგუება და გუნდისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია
", - განაცხადა სუარესმა.

შეგახსენებთ, ზემოთხსენებულ სეზონში სუარესმა 40 გოლი გაიტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი