"ყველას ვაჩვენებ თუ როგორ წაგაცლი მაგ იდიოტ თავს" - ილია თოფურია ორტეგას მიმართავს » სპორტის ხაზი

"ყველას ვაჩვენებ თუ როგორ წაგაცლი მაგ იდიოტ თავს" - ილია თოფურია ორტეგას მიმართავს

"ყველას ვაჩვენებ თუ როგორ წაგაცლი მაგ იდიოტ თავს" - ილია თოფურია ორტეგას მიმართავს
6-03-2023, 22:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ქართველმა UFC-ის მებრძოლმა, ილია თოფურიამ ბრაიან ორტეგა გამოიწვია, რომელმაც თოფურიაზე თქვა, რომ არც კი იცის ვინ არის მის შესახებ არავინ საუბრობს.

ამ ყველაფერს ქართველი სპორტსმენი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ორტეგას თავისივე ქვეყანაში დაუთქვა ორთაბრძოლა:

"ბრაიან ორტეგას აზრით, ჩემს შესახებ არავინ არაფერი იცის და არავინ არაფერს ამბობს, შემთხვევით ჩემთან შეხვედრის ხომ არ გეშინია? მე სულაც არ მაქვს პრობლემა, ჩამოვალ მექსიკაში და შენივე სამშობლოში გაჩვენებ შენც და ყველას თუ როგორ წაგაცლი მაგ იდიოტ თავს."

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ UFC-ში 5 ბრძოლა გამართა და ყველა გამარჯვებით დაასრულა. რაც შეეხება ბრაიან ორტეგას, მან ბოლო გამარჯვების მოპოვება 3 წლის წინ შეძლო, როდესაც კორეელი ზომბი მსაჯების გადაწყვეტილების დახმარებით დაამარცხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი