"ამ სამეულიდან 2 ფეხბურთელი ხელფასის გამო გაიყიდება" - Spazionapoli » სპორტის ხაზი

"ამ სამეულიდან 2 ფეხბურთელი ხელფასის გამო გაიყიდება" - Spazionapoli

"ამ სამეულიდან 2 ფეხბურთელი ხელფასის გამო გაიყიდება" - Spazionapoli
7-03-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც Spazionapoli წერს, ნეაპოლური გუნდის სამ მოთამაშესთან, ლოსანოს, ჟიელინსკისა და მერეტთან დაკავშირებით საკონტრაქტო თემაზე სიახლეებია.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ნაპოლის მექსიკელ და პოლონელ ფეხბურთელებს ხელფასის ოდენობა არ მოსწონთ, ამიტომ გუნდს მათი გაყიდვა აქვს გადაწყვეტილი. რაც შეეხება მერეტის სიტუაციას, ის ოდნავ განსხვავებული და ჩახლართულია.

აი, რას წერს იტალიური ვებგვერდი ამავე საკითხთან დაკავშირებით: "მერეტის გარშემო არსებული სიტუაცია იოლი ნამდვილად არაა. წესით, ნაპოლი იმას გააკეთებს, რასაც ხშირად აკეთებს ხოლმე, ეს კონტრაქტის 2025 წლამდე გახანგრძლივებას ნიშნავს, თუმცა ამავდროულად, იქნება შანსი, რომ 2025 წლამდე მერეტმა ნაპოლი დატოვოს, ეს სხვადასხვა ტიპის მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული."

რაც შეეხება ლოსანოსა და ჟიელინსკის, ორივე მათგანს ინგლისურ კლუბებს უკავშირებენ. მექსიკელის შემთხვევაში კონკრეტული კლუბი არ სახელდება, პოლონელს კი ლივერპულთან ასოცირებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი