როგორ გაამხნევა ხვიჩამ თანაგუნდელები “ლაციოსთან” მარცხის შემდგომ » სპორტის ხაზი

როგორ გაამხნევა ხვიჩამ თანაგუნდელები “ლაციოსთან” მარცხის შემდგომ

როგორ გაამხნევა ხვიჩამ თანაგუნდელები “ლაციოსთან” მარცხის შემდგომ
6-03-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლიმ” იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში “ლაციოსთან” შეხვედრა დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე დათმო. ეს “პარტენოპეისთვის” შიდა ჩემპიონატში მეორე მარცხი იყო ამ სეზონში.

ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელმაც რომაულ კლუბთან მარცხი ძალიან განიცადა. მეტოქის ფეხბურთელები მას შეხვედრის დასრულების შემდგომ ამხნევებდნენ. როგორც La Gazzetta dello Sport-ი გვამცნობს ხვიჩამ გასახელში თანაგუნდელები გაამხნევა.

“სანამ ოსიმენი თავის საქმეს ასრულებდა, კვარაცხელიამ გასახდელში მაგიური სიტყვები წარმოთქვა. “გჯეროდეთ, გვწამდეს ყველას. ატალანტასთან ყველაფერი თავიდან დავიწყოთ” - ვკითხულობთ იტალიური გამოცემის სტატიაში.

11 მარტს 26-ე ტურში “პარტენოპეი” შინ ბერგამოელებს მიიღებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი