“ვირტუსმა” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - შენგელიამ 16 წუთი ითამაშა » სპორტის ხაზი

“ვირტუსმა” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - შენგელიამ 16 წუთი ითამაშა

“ვირტუსმა”  მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - შენგელიამ 16 წუთი ითამაშა
6-03-2023, 14:20
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას “ვირტუს ბოლონიამ” იტალიის ჩემპიონატში მორიგუ შეხვედრა გამართა, შინ “ტორტონა” მიიღო და საკმაოდ რთულ, დაძაბულ ბრძოლაში 91:90 დაამარცხა.

შენგელიამ მატჩი ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო. იმისდა გამო რომ თორნიკე პერსონალურო ჯარიმებით მალევე დაიტვირთა, მოედანზე დიდი დრო ვეღარ გაატარა. ქართველმა მხოლოდ 16 წუთამდე ითამაშა, რა დროშიც 7 ქულა, 5 შედეგიანი გადაცემა, ასევე 5 მოხსნა, 1 ბლოკი და 1 ჩაჭრა გაიფორმა.

აუცილებელია უნდა ვახსენოთ ის, რომ მატჩის მიწურულს 90:90-ზე თორნიკე შენგელიამ ჯარიმები მოიპოვა, ერთი სროლა ჩააგდო, მეორე კი ააცილა, რათა თანაგუნდელს მოეხსნა და ბურთი “ვირტუსს” დარჩენოდა. საბოლოოდ გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი