Calciomercato: “მიქაუტაძე იტალიაში მალე ჩავა” » სპორტის ხაზი

Calciomercato: “მიქაუტაძე იტალიაში მალე ჩავა”

Calciomercato: “მიქაუტაძე იტალიაში მალე ჩავა”
6-03-2023, 13:10
Aa Aa
გაზიარება:

მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “მეცის” შემტევი, გიორგი მიქაუტაძე შესანიშნავ ფორმაშია. ლიგა 2-ის 24 მატჩში მან 14 ბურთი გაიტანა. როგორც ირკვევა, ქართველის შეძენით რამდენიმე იტალიური კლუბია დაინტერესებული.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი იტალიური საინფორმაციო წყარო, Calciomercato გვამცნობს, რომ ჟორჟის შეძენა “უდინეზეს” უნდა. კლუბის უფროსობა მზად არის, რომ “მეცთან” ქართველის თაობაზე მოლაპარაკება დაიწყოს.

“2000 წელს დაბადებული, “მეცის” ქართველი თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე იტალიაში მალე ჩავა. მან სერია A-ს ყურადღება უკვე მიიპყრო და მისი გადაბირებით “ უდინეზეა” დაინტერესებული, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი იტალიური გუნდი, რომელიც ქართველით ინტერესდება. მიქაუტაძე სერია B-ს “ ჯენოასაც ” მოსწონს” - ვკითხულობთ გამოცემის სტატიაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი