კლოპი: “ასეთი მატჩი? სიტყვები არ მყოფნის” » სპორტის ხაზი

კლოპი: “ასეთი მატჩი? სიტყვები არ მყოფნის”

კლოპი: “ასეთი მატჩი? სიტყვები არ მყოფნის”
6-03-2023, 13:45
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ინგლისის პრემიერ ლიგის 26-ე ტურის ცენტრალურ მატჩს “ენფილდმა” უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს “ლივერპული” და “მანჩესტერ იუნეიტედი” დაუპირისპირდნენ. გულშემატკივრებს, როგორც წესი, დაძაბული შეხვედრის მოლოდინი ჰქონდათ, “წითელი ეშმაკები” ბოლო 11 შეხვედრაა არ მარცდებოდნენ, კლოპის ბიჭებიც ფორმას იკრეფდნენ. მიუხედავად ამისა, დატრიალდა ის სცენარი, რომელსაც ძალიან ცოტა ადამიანი თუ ელოდა. “ლივერპულმა” “მანჩესტერი” 7-0 გაანადგურა. გაკპოს, ნუნიესისა და სალაჰის დუბლს ბობი ფირმინოს გოლიც დაემატა.

“სიტყვები არ მყოფნის. გამორჩეული თამაში იყო, ფორმაში მყოფი გუნდის წინააღმდეგ უმაღლესი ფეხბურთი ვითამაშეთ. მეორე ტაიმის დასაწყისი და დასასრულიც კარგი იყო. ეს არის ფეხბურთი, ეს შეიძლება მოხდეს.

ეს იყო ბიძგი, რომელიც გვჭირდებოდა, ის სწორ გზაზე გვაყენებს. დღევანდელი საღამო არის ნათელი დასტური იმისა, ვინ შეგვიძლია ვიყოთ და რა უნდა გავაკეთოთ ამიერიდან. სალაჰის 129 გოლი სიგიჟეა, დაუჯერებელი რიცხვია. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია. ჩვენ მას ახლაც ვაფასებთ, მაგრამ მომავალში, ხალხი უკან მოიხედავს და იტყვის, რომ რაღაც განსაკუთრებულის მომსწრენი გახდნენ” - განაცხადა “მერსისაიდელთა” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გამარჯვების შემდგომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი