"სპალეტი კლოპისა და გვარდიოლას ნაზავია, თუმცა.." - ანტონიო კასანო » სპორტის ხაზი

"სპალეტი კლოპისა და გვარდიოლას ნაზავია, თუმცა.." - ანტონიო კასანო

"სპალეტი კლოპისა და გვარდიოლას ნაზავია, თუმცა.." - ანტონიო კასანო
24-03-2023, 23:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ ლუჩანო სპალეტიზე ისაუბრა.

როგორც Spazio Napoli წერს, კასანომ ნაპოლის დამრიგებელი იურგენ კლოპისა და პეპ გვარდიოლას საერთო სახედ მოიხსენია, თუმცა სპალეტის ერთი ასპექტი დაუწუნა:

"სპალეტი? - ის დიდებული მწვრთნელია, რასაც როგორც შიდა ჩემპიონატში, ისე ევროპის მასშტაბით ყველა ხედავს. ვფიქრობ, სპალეტი ლივერპულისა და მანჩესტერ სიტის დამრიგებელთა ნაზავია, სპალეტი კლოპის ფეთქებადობასა და გვარდიოლას ბურთის ფლობის უნარს თავის თავში აერთიანებს."

"არის ერთი ასპექტი, რაც ლუჩანო სპალეტიში არ მომწონს, ეს ჟურნალისტებთან დამოკიდებულებაა."
- თქვა კასანომ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი