"ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ყველაფერს გავიღებთ", - მიქაუტაძის კომენტარი ფრანგულ მედიას » სპორტის ხაზი

"ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ყველაფერს გავიღებთ", - მიქაუტაძის კომენტარი ფრანგულ მედიას

"ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ყველაფერს გავიღებთ", - მიქაუტაძის კომენტარი ფრანგულ მედიას
5-03-2023, 16:44
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების და ფრანგული მეცის თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ ადგილობრივ მედიას ინტერვიუ მისცა. 22 წლის ფეხბურთელმა არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის ევროპის ჩემპიონატზე დასმულ კითხვასაც უპასუხა.

ჟურნალისტი: "ევრო 2024-ზე გასვლას გეგმავთ, თუ ჯერ ადრეა?"

მიქაუტაძე: "დიახ, ძალიან გვინდა ფინალურ ეტაპზე გავიდეთ, ვნახოთ რა მოხდება. საკმაოდ რთული ჯგუფი მოგვიწია, სადაც ესპანეთი და ნორვეგიაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია და ევროპის ჩემპიონატზე პირველად გასასვლელად ბოლომდე ბრძოლა იქნება საჭირო."

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ს 14 გოლით და 6 საგოლე გადაცემით ლიდერობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი