დუბლი და საგოლე პასი | რა შეფასება დაუწერეს გიორგი მიქაუტაძეს? » სპორტის ხაზი

დუბლი და საგოლე პასი | რა შეფასება დაუწერეს გიორგი მიქაუტაძეს?

დუბლი და საგოლე პასი | რა შეფასება დაუწერეს გიორგი მიქაუტაძეს?
5-03-2023, 17:35
Aa Aa
გაზიარება:

გუშინდელ ლიგა 2-ის შეხვედრაში, რომელშიც ერთმანეთს ანესი და მეცი ხვდებოდნენ, გამარჯვება სტუმარმა გუნდმა მოახერხა, - 0:3.

აღსანიშნავია, რომ გიორგი მიქაუტაძე მეცის ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და თავი საოცარი მატჩით დაგვამახსოვრა, ქართველმა ფეხბურთელმა ორი გოლი გაიტანა, რასაც ერთი საგოლე გადაცემაც დაურთო. ამ მომენტისთვის მიქაუტაძის ანგარიშზე ლიგა 2-ში 14 გოლი და 6 ასისტია, რომლითაც ის ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.

რაც შეეხება ქართველი ფეხბურთელის შეფასებას, როგორც მოსალოდნელი იყო, მას Sofascore-მ ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერა, - 8.9.

დღევანდელი მონაცემებით გიორგი მიქაუტაძის გუნდი საფრანგეთის მეორე დივიზიონის მე-4 ადგილს 44 ქულით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი