სუარეზი: “ნეიმარი ბარსაში ოქროს ბურთს მოიგებდა” » სპორტის ხაზი

სუარეზი: “ნეიმარი ბარსაში ოქროს ბურთს მოიგებდა”

სუარეზი: “ნეიმარი ბარსაში ოქროს ბურთს მოიგებდა”
5-03-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

“ბარსელონას” ყოფილმა შემტევმა,ურუგვაეულმა ლუის სუარესმა, AS-თან ინტერვიუში ის დიალოგი გაიხსენა, რომელის მას ნეიმართან და მესისთან ჰქონდა, როცა ბრაზილიელი “პსჟ-ში” გადადიოდა.

“მე და მესი ნეიმართან სალაპარაკოდ მივედით და ვუთხარით: ,ნეი, თუ ყველაფრის მოგება გინდა, ჩვენთან დარჩი. ბევრი განსხვავებული ფაქტორი არსებობს, რომელთა კონტროლი ზოგჯერ რთულია. როგორც მეგობრები, გირჩევთ, რომ დარჩე, მაგრამ ეს შენი და შენი ოჯახის გადაწყვეტილებაა. ინგლისი უკეთესია, მანჩესტერ სიტის ფეხბურთი უფრო შეგეფერება, მაგრამ საფრანგეთი? ნეიმარი ბარსელონაში რომ დარჩენილიყო, ოქროს ბურთს აუცილებლად მოიგებდა” - განაცხადა ურუგვაელმა შემტევმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.