"ბარსელონაში რომ დარჩენილიყო, ოქროს ბურთს მოიგებდა", - სუარესი ნეიმარზე » სპორტის ხაზი

"ბარსელონაში რომ დარჩენილიყო, ოქროს ბურთს მოიგებდა", - სუარესი ნეიმარზე

"ბარსელონაში რომ დარჩენილიყო, ოქროს ბურთს მოიგებდა", - სუარესი ნეიმარზე
4-03-2023, 20:04
Aa Aa
გაზიარება:

კატალონიის ბარსელონას ყოფილმა ურუგუაელმა შემტევმა, ლუის სუარესმა ნეიმარის პსჟ-ში ტრანსფერის ისტორია გაიხსენა.

"მე და მესი ნეიმართან სალაპარაკოდ მივედით და დარჩენა ვურჩიეთ, ვუთხარით: "ნეი, თუ ყველაფერის მოგება გვინდა, ჩვენთან დარჩი. ინგლისის უკეთესი ვარიანტია, მაგალითად მანჩესტერ სიტის ფეხბურთი უფრო შეგეფერება, მაგრამ საფრანგეთი?!

ისიც დარჩენაზე თანახმა იყო, მაგრამ საბოლოოდ მოხდა ის, რაც მოხდა - გადაწყვეტილება ოჯახის წევრებმა მიიღეს.

ნეიმარი ბარსელონაში რომ დარჩენილიყო, ოქროს ბურთს აუცილებლად მოიგებდა, მესმის, რომ ეს ხმამაღალი განცხადებაა, მაგრამ მე ვიცი რასაც ვამბობ
", - განაცხადა სუარესმა.

შეგახსენებთ, ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ბარსელონა 2017 წელს დატოვა და პსჟ-ში იმ დროისთვის რეკორდულ თანხად, 222 მილიონ ევროდ გადაბარგდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი