"მიქაუტაძემ რამდენიმე ასპექტი უნდა გამოასწოროს" | მეცის მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"მიქაუტაძემ რამდენიმე ასპექტი უნდა გამოასწოროს" | მეცის მწვრთნელი

"მიქაუტაძემ რამდენიმე ასპექტი უნდა გამოასწოროს" | მეცის მწვრთნელი
5-03-2023, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მიქაუტაძის რუმინელმა დამრიგებელმა, ლასლო ბოლონიმ მედიასთან ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა.

როგორც მეცის მწვრთნელი ამბობს, მიქაუტაძეს ზოგიერთი სათამაშო კომპონენტი კიდევ უფრო დასახვეწი აქვს:

"მე და გიორგის ერთმანეთთან ახლო და თბილი დამოკიდებულება გვაქვს, ამიტომ უფლება გვაქვს, რომ თუ რამე არ მოგვწონს, მას კრიტიკული თვალით შევხედოთ. ამ შემთხვევაში ყურადღებას ზოგიერთ ასპექტზე ვამახვილებ, რომლებიც მიქაუტაძეს გამოსასწორებელი აქვს, მაგალითად ესენი სივრცის სწრაფად ათვისება და ბურთის შენარჩუნებაა. გიორგი ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და დარწმუნებული ვარ, რომ ბოლომდე დახვეწის შემთხვევაში სეზონში 30 გოლის გატანა შეეძლება."

ცნობისთვის, გუშინდელ თამაშში მიქაუტაძემ მეტოქეს დუბლი შეუსრულა და ლიგა 2-ში 14 გოლით ბომბარდირთა დავაში გალიდერდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი